28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძის განცხადებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ, მთელი საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა. აგვისტოს ომის გმირის შვილმა, საგაკვეთილო პროცესზე, თანაკლასელებთან ერთად, დააფიქსირა თავის პოზიცია, რომ მას სურდა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაცია და ის ვინც ამ პროცესს ხელს უშლიდა, წარმოადგენდა რუსულ გავლენებს. ამავე დღეს ბავშვი სკოლაში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მივიდა.
მარიამმა, ასევე, პროტესტი გამოხატა რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდების მიმართ განხორციელებულ დარბევასა და ძალადობასთან დაკავშირებით. მოსწავლის მიერ საკუთარი აზრის დააფიქსირების შემდეგ, მასწავლებელმა მარიამს უთხრა, რომ ეს საქციელი იყო სამარცხვინო და მისგან ამას არ ელოდა. აღნიშნული კომენტარის შემდეგ, მარიამმა თანაკლასელებთან ერთად კლასი პროტესტის ნიშნად დატოვა.
PHR-მა მოითხოვა მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოება და ბავშვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამო მასწავლებლის ქცევის შეფასება. დისციპლინური წარმოების შესწავლის შემდეგ, სადაც, ასევე, ბავშვის უფლებებს წარმოადგენდა PHR-ის იურისტი, მასწავლებელს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა .
აღსანიშნავია, რომ ბავშვებს აქვთ გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებში და სკოლა ვალდებულია ამ პროცესში უზრუნველყოს უსაფრთხოება და მისცეს ბავშვს ამ უფლების რეალიზების საშუალება.
მარიამის გამარჯვების ისტორია არის მაგალითი ყველა ბავშვისთვის, რათა მათ იბრძოლონ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის.