არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" შეიქმნა 2012 წელს. ჩვენი მისიაა, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების - მათ შორის ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ხანდაზმულების და სხვათა მხარდაჭერა, გენდერული თანასწორობის გაძლიერება და ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის მხარდაჭერა, რაც მიიღწევა:
ადამიანის უფლებების დარღვევის პრევენციისა და სამოქალაქო განათლების უზრუნველყოფით.
სტრატეგიული სამართალწარმოების გზით სოციალური ჯგუფების დისკრიმინაციის შემთხვევების სასამართლოში წარმომადგენლობით.
ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფო და ადგილობრივი პოლიტიკის მხარდაჭერით.
ადამიანის უფელებების სფეროში მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და კომუნიკაციის გაძლიერებით.
სოციალური ჯგუფის წარმომადგენლების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის ორგანიზებით.
სამართლებრივი და სოციალური კვლევების ჩატარებით, რომელიც საფუძვლად ედება მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ადვოკატირების კამპანიას.