გადაწყვეტილების სანახავად დააჭირეთ აქ.
ნინი მაისურაძე ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოა და დედასთან ერთად ქალაქ თელავში ცხოვრობს.
2009 წლიდან, ნინიმ თელავის მე-9 საჯარო სკოლაში დაიწყო სწავლა. 2015 წლამდე მას ეტლი არ ჰქონდა და დედას ხელში აყვანილი დაჰყავდა სკოლაში.
2017 წელს, სკოლა, სარეაბილიტაციო
სამუშაოების, ახალ შენობაში გადავიდა, რომელიც ნინის სახლიდან შორს მდებარეობდა.
სკოლამ მოსწავლეების გადასაყვანად სატრანსპორტო მომსახურების სერვისი შექმნა. თუმცა,
სატრანსპორტო სერვისის შერჩევისას, სამინისტრომ და სკოლამ, ნინის საჭიროებები არ გაითვალისწინა და
ტრანსპორტი მისი ეტლისთვის შეუსაბამო აღმოჩნდა.
ნინი სკოლის გარეშე დარჩა. ტრანსპორტის არქონის გამო, ნინის დედა იძულებული გახდა დათანხმებოდა ბავშვის ჩართვას შინ სწავლის პროგრამაში, თუმცა, მალევე აღმოაჩინა, რომ იძულებითი შინ სწავლება ნინისთვის, მთელი წელი სკოლიდან გარიყვის და მეგობრების გარეშე დარჩენის ტოლფასი იყო.
14 წლის ნინიმ და დედამ, სკოლაში
დასაბრუნებლად, სამართლებრივი ბრძოლა დაიწყეს. ადაპტირებული ტრანსპორტის გამოყოფის
მოთხოვნით, ნინის დედა წერილებს წერდა სკოლას და განათლებისა სამინისტროს. თუმცა,
უშედეგოდ.
საქმეში არასამთავრობო
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR”, ჩაერთო და ნინის შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით
დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით, თელავის რაიონულ სასამართლოს მიმართა:
ნინი
და PHR-
სასამართლო პროცესებზე ერთად ამტკიცებდნენ, რომ:
- სახელმწიფო უწყებებს თანასწორობის უფლების დაცვის ვალდებულება აქვს.
- სკოლა და განათლების სამინისტრო, ვალდებულნი იყვნენ, ნინისთვის სკოლაში სწავლა, სხვა ბავშვების თანასწორად, ანუ მისაწვდომი ტრანსპორტის გამოყოფის გზით უზრუნველეყოთ.
- შინ სწავლების პროგრამაში ნინის ჩართვა მოხდა კანონის დარღვევით, რადგან, კანონის მიხედვით შინ სწავლება მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ირთვება, რასაც ნინის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
- საქმე გვქონდა ნინის კონსტიტუციური უფლების, თანასწორობის უფლების დარღვევასთან.
ნინი თავად გამოდიოდა სასამართლო პროცესებზე და აქტიურად იცავდა თავის და სხვა ბავშვების უფლებებს (ნინის არგუმენტები პროცესზე. ვაქვეყნებთ ნინის თანხმობით).