მამინაცვალმა, რომელიც არასრულწლოვან გერზე წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა, მის მიმართ სისხლის სამართლის გამამტყუნებელი განაჩენის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, გერისთვის ქონების წართმევა გადაწყვიტა. მან სასამართლოს ბინის ჩუქების ხელშეკრულების ბათილობა მოითხოვა.
2021 წელს, მამინაცვალმა გერს ბინა აჩუქა. თუმცა, მას შემდეგ რაც გერმა სექსუალური ძალადობის გამო უჩივლა, გერის დასჯა (ბინის წართმევა და გერის ქუჩაში დატოვება) მოისურვა. მოძალადე მოითხოვდა ჩუქების ხელშეკრულების ბათილობას. მოძალადისთვის ცნობილი იყო ძალადობის მსხვერპლის მძიმე პოსტტრავმული მდგომარეობა და, ეკონომიკური ძალადობის გზით ამ მდგომარეობის გაუარესებასაც ისახავდა მიზნად. ამ საქმეში, ძალადობის მსხვერპლის არასაჭირო სამართლებრივი პროცედურებით და პროცესებით დათრგუნვა, ძალადობის ერთ-ერთი სტრატეგიას წარმოადგენდა.
საქმეში PHR-ის ადვოკატები
ჩაერთნენ.
2022 წლის 29 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლის პოზიცია გაიზიარა და მოძალადეს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების გზით, ეკონომიკური ძალადობის განხორციელების შესაძლებლობაზე უარი უთხრა.
მოსამართლე: ქეთევან მამაცაშვილი
სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება RFSU-ს (SwedishAssociation for Sexuality Education) მხარდაჭერით.