2022 წლის 16 სექტემბერს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი თამარ გაბოძე, ორგანიზაცია „ხელი-ხელს“-ის მცირე საოჯახო ტიპის სახლის მაცხოვრებლებს ეწვია.

შეხვედრის მიზანი შშმ პირებისთვის საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმირებულობა იყო.

განსახილველი საკითხები მოიცავდა შშმ პირთა ჯანმრთელობის, პირადი და ოჯახური ცხოვრების, გენდერული თანასწორობის, სექსუალური ძალადობისგან დაცვის, დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებას.

სამწუხაროდ,  შშმ პირებისთვის საკუთარი უფლებებით სარგებლობა კვლავ გამოწვევად რჩება. ხშირად, შშმ პირების საჭიროებები სახელმწიფო პოლიტიკის მიღმაა დარჩენილი. უმრავლეს შემთხვევაში სახელმწიფოს არ აქვს ინფორმაცია რა სურთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამინებს. რა აწუხებთ ყველზე მეტად, რა გამოწვევებს ებრძვიან და ვინ არიან მათი მხარდამჭერი ამ გამოწვევების დასაძლევად.

მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართული შეხვედრაში. გამოხატეს ინტერესი საკუთარი უფლებების და თავისუფლებების შესახებ. ასევე გამოთქვეს სურვილი, რომ მათთან ხშირად მიდიოდნენ სტუმრები.

ორგანიზაცია აგრძელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან შეხვედრას და მათთვის საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.


პროექტი ხორციელდება RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.