2021 წლის 9 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე დავით წერეთელი) პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ დაავალა საქართველოს მთავრობას შეექმნა ისეთი პროგრამა, რომელიც, გამონაკლისის გარეშე, დაუყოვნებლივ,  დააფინანსებდა  ე.წ. ნარკოზით სტომატოლოგიური მომსახურების ყველა შემთხვევას კომუნიკაციის სირთულისა და ქცევის დარღვევის მქონე შშმ პირებისთვის (ამ მომსახურების საჭიროების აუცილებლობის დროს).

აღნიშნული გადაწყვეტილების აუცილებლობა გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ ბევრი შშმ პირი ვერ ახერხებდა ფინანსური პრობლემის გამო აუცილებელი სტომატოლოგიური მომსახურების მიღებას. შედეგად, ისინი განიცდიდნენ ტკივილს თვეების და ხშირად წლების განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარებოდა, საქართველოს მთავრობას ის წელიწადზე მეტია არ აღუსრულებია და არ შეუმუშავებია ეს პროგრამა.

შშმ ბავშვების მშობლები ყოველდღიურად მიმართავენ PHR-ის იმის გამო, რომ არ აქვთ ამ სახის სტომატოლოგიური მომსახურების გადახდის შესაძლებლობა და ბავშვები თვეების განმავლობაში ისეთივე ტკივილს განიცდიან, როგორც ადრე.

PHR-ის ინიციატივით, სამშაბათს, 20 სექტემბერს 17:00 საათზე, გაიმართება ონლაინ შეხვედრა, სადაც PHR-ის წარმომადგენლები, მშობლებთან ერთად, განიხილავენ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების გზებს. მშობლებთან ერთად შეიმუშავებენ სტრატეგიას, შშმ ბავშვებისათვის აუცილებელი სტომატოლოგიური მომსახურების მიღებისათვის, რაც მათ კანონითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით ეკუთვნით.

შეხვედრაზე დასწრებისათვის, მშობლებმა და შშმ პირებმა, ვინც დაზიანდა მთავრობის მხრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებელების გამო 

გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. 

შეხვედრა ხორციელდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.