აღნიშნული სტატიით ავტორს სურს აქცენტის გაკეთება იმ ბარიერებზე, რაც შშმ პირებს, განსაკუთრებით კი ქალებს, მოწყვლადს ხდის და უზღუდავს წვდომას სექსუალურ და რეპროდუქციულ საბაზისო სერვისებზე საქართველოს კონტექსტში, განსაკუთრებით კი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) პრევენციასა და მკურნალობაზე.

სტატიის მიზანია საკითხი მიმოიხილოს ინტერსექციული სტიგმის, უფლებრივი ჩარჩოს, კულტურული და სოციალური გარემო ფაქტორების ჭრილში, რათა მოახდინოს დაინტერესებული მკითხველის მგრძნობელობის გაზრდა საკითხის კომპლექსურობასა და მნიშვნელოვნებაზე.

ავტორი: მედეა ხმელიძე - სოციალური მუშაობის მაგისტრი. 12 წელზე მეტია მუშაობს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მიმართულებით. 

პუბლიკაცია მომზადებულია RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს PHR-ისა და RFSU-ს მოსაზრებას. 



დოკუმენტის გადმოწერა: