აღნიშნული პუბლიკაცია, უპირველეს ყოვლისა, განსაზღვრულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი მოკავშირეებისათვის, რომელთა ხმაც უნდა გაძლიერდეს საზოგადოებასა და მედიაში. იგი ასევე განკუთვნილია იმ ჟურნალისტებისა თუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ წვლილი შეიტანონ შშმ პირთა საკითხების სწორად გაშუქებაში.

პუბლიკაციის მიზანია გამოხატვის თავისუფლების იდეის მხარდაჭერა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, აგრეთვე, კონტრიბუცია ამ კუთხით მედიის როლის გაძლიერებაში, ეთიკური მედიის მხარდაჭერასა და სტერეოტიპების ცვლილებაში.

პუბლიკაცია მოიცავს რამდენიმე ისეთ საკითხს, რომელთა შესახებაც ხშირად მიმართავენ კითხვებით ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. ამავე საკითხზე ხშირად იწერება საჩივრებიც. თუ გვექნება წინასწარი შეთანხმება ამა თუ იმ საკითხის გაშუქებაზე, აგრეთვე, მედიის უდიდეს როლზე საზოგადოებრივი სტერეოტიპების დაძლევაში, ბევრ საფრთხეს ავიცილებთ თავიდან და მედიასთან ერთად უფრო ეფექტურად დავიცავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს. პუბლიკაციის ბოლოს მიმოხილულია ისეთი მნიშვნელოვანი თემა, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გამოხატვის მხარდაჭერა სოციალურ მედიაში, რომელიც მედიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სწრაფად განვითარებადი სივრცეა.

დოკუმენტი მომზადებულია ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის პროექტის - „ქალთა გაერთიანება - საქართველო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და გოგონათა ხმის გასაძლიერებლად” - ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და მდგრადი განვითარების ერთობლივი ფონდის მხრადაჭერით გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში -„სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის საქართველოში.“

 წინამდებარე დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა არ გამოხატავდეს ან ემთხვეოდეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის და/ან მდგრადი განვითარების ერთობლივი ფონდის მოსაზრებებს.

ავტორები: ანა აბაშიძე, ანა არგანაშვილი.

© 2021 პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) 2021