No one has ever become poor by giving

გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო აგვიანებს გაეროს ბავშვთა კომიტეტის დროებითი ზომის აღსრულებას საქმეზე, რომელიც ეხება ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვების უსაფრთხოებას და ძალადობისგან დაცვას, ორგანიზაცია აქვეყნებს გაეროს შეტყობინების ქართულ თარგმანს, თანდართული ორიგინალით.

ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს დაუყოვნებლივ აღასრულონ გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ გამოცემული დროებითი ზომა.

სახალხო დამცველმა დარღვევები ამ დაწესებულებებში აღმოაჩინა 2015 და 2018 წლებში.

• ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი •1211, ჟენევა, 10, შვეიცარია. www.ohchr.org • TEL: +41 22 917 9000 • FAX: +41 22 917 9022 • E-MAIL: petitions@ohchr.org

რეფერენსი: G/SO CRC-IC GEO (4)

AB/mg  144/2021

 

ქ-ნ. არგანაშვილს                                                                                                                  7 მაისი. 2021

პატივი გვაქვს გაცნობოთ, რომ თქვენგან, 2021 წლის 5 მაისს ბავშვის უფლებათა კომიტეტში შემოსული კომუნიკაცია, რომლითაც თქვენ მოგვმართავდით ბავშვის უფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმის საფუძველზე, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრები ბავშვების სახელით, დარეგისტრირდა როგორც კომუნიკაცია N144/2021. გთხოვთ აღნიშნული სარეგისტრაციო ნომერი გამოიყენოთ მომავალი კორესპოდენციისას.   

დამატებითი ოქმის მე-8 მუხლისა და კომიტეტის საპროცედურო წესების მე-18 წესის თანახმად, კომუნიკაციის ასლი დღეს გადაეცა მონაწილე სახელმწიფოს. კომიტეტი მოითხოვს სახელმწიფოსგან, მიაწოდოს კომიტეტს სრული ინფორმაცია და მოსაზრება განაცხადის დასაშვებობისა და შინაარსთან დაკავშირებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოსაზრებისა და კომენტარების მიწოდების ვადები მხარეებისთვის COVID-19-ით გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარე, გახანგრძლივდა 2 თვით. შესაბამისად, საგამონაკლისო წესით, სახელმწიფოს მიეცა 8 თვის ვადა.

დამატებითი ოქმის მე-6 მუხლისა და კომიტეტის საპროცედურო წესების მე-7 წესის თანახმად, კომიტეტი სახელმწიფოსგან მოითხოვს: დაუყოვნებლივ უზრუნველყოს  სახელმწიფო მონიტორინგის შესაბამისი ინსტიტუტებისათვის დაწესებულებაში  (ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში) შესვლა, რათა შეამოწმონ იქ მცხოვრები ბავშვების პირობები და მათ მიმართ არსებული მოპყრობა. კომიტეტის მოთხოვნის შესრულება არ არის დამოკიდებული განაცხადის დასაშვებობის და არსის განხილვაზე.

მონაწილე სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი პასუხი გამოგეგზავნებათ დროულად, რათა სურვილის შემთხვევაში, შეძლოთ მოსაზრებების წარდგენა.

დამატებითი ინფორმაციისთვის თან ვურთავთ კომიტეტის პროცედურულ წესებს.


პატივისცემით,

იბრაჰიმ სალამა,

ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

გადმოწერა: 

ქ.ნ. ანა არგანაშვილი

ელ.ფოსტა: anaarga@gmail.com

გადმოწერა: