ჩვენ შესახებ

image

ანა აბაშიძე

ხელმძღვანელი


ანა აბაშიძე არის ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ PHR ერთ-ერთი დამფუძნებელი და ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატი. იგი 2008-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, ასევე იყო ექსპერტი გენდერული თანასწორობის საკითხებში გაეროს ქალთა ორგანიზაციაში. ანა არის ბავშვთა კოალიციის - ChildPact მმართველი კომიტეტის წევრი, რომელიც აერთიანებს 500 არასამთავრობო ორგანიზაციას შავის ზღვის რეგიონის და სამხრეთ კავკასიის 11 ქვეყნიდან.   

ის ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის სერტიფიცირებული ტრენერია. მისი ავტორობით გამოცემულია არაერთი პუბლიკაცია, მონიტორინგის ანგარიში და კვლევა შემდეგ თემებზე: ბავშვთა უფლებები, შშმ პირთა უფლებები, გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები.

ანას მიღებული აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლის მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 2017-2018 წლებში მან ვაშინგტონში, ამერიკის უნივერსიტეტში მიიღო განათლება.  

სხვადასხვა პერიოდში ანა მუშაობდა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში როგორიცაა, Amnesty international  და Disability Rights International. 

ჩვენი პარტნიორები